ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას კიდევ ერთხელ მოითხოვს.
"ვინ არიან ის ადამიანები ვისაც მეორე ადამიანის სიკვდილი უხარია? როგორი საშიში საზოგადოება ვართ თურმე! მოვიქცეთ ისე, როგორც ამას ჩვენი ქვეყანა იმსახურებს! გთხოვთ გადაიყვანეთ და დაასრულეთ ეს ემოციების ომი!!!", - წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.
მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა, შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა.