გასული ერთი კვირის (28.08-02.09) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 12 787 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ერთ კვირაში ქვეყანაში 14 257 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 8 - გარდაიცვალა.
ჩატარდა 73 436 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 17.41%.