თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.
ოჯახის ინფორმაციით, დათი გავაშელი გუშინ 17:00 საათზე დაიკარგა, ბოლოს კი ღამის 3 საათზე დიღმის ტერიტორიაზე ნახეს.
"ჩემი მეუღლე დათი გავაშელი დაიკარგა გუშინ 5 საათისთვის. გთხოვთ ყველას, დამეხმარეთ ყველა წუთს აქვს მნიშვნელობა! არის ძალიან თხლად ჩაცმული და უკვე 17 საათია ქუჩაშია. ბოლოს ნახეს ღამის 3 საათზე დიღმის ტერიტორიაზე. ვეძებთ უშედეგოდ. თუ ვინმე შენიშნავთ, დამირეკეთ 591000220. ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ, მხოლოდ თქვენი იმედი გვაქვს, რადგან პოლიცია იმედს ვერ გვაძლევს და უკვე დიდი დროა, გასული", - წერს დაკარგულის მეუღლე სოციალურ ქსელში.