საქართველოში დღეს განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო ზუგდიდში 14 თებერვალს, ბაგრატიონის ივენთ ჰოლში დაგეგმილი „ღამის შოუს ბენდის“ კონცერტი გაუქმდა, ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორი „დადიანი პროდაქშენი“ ავრცელებს.
"იმერეთსა და აჭარაში დატრიალებული სტიქიის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა, სამძებრო სამუშაოები ჯერაც გრძელდება, დაღუპულთა შორის მცირეწლოვნებიც არიან. სოფელ ასურეთთან კი საჰაერო ბურთის ჩამოვარდნას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, „დადიანი პროდაქშენი / Dadiani Production-ის” გუნდმა „Night Show Band • ღამის შოუს ბენდის” წევრებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება ასეთ რთულ ვითარებაში არ ჩავატაროთ ზუგდიდში დაგეგმილი კონცერტი.
ამ დიდ ტრაგედიას ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს.
dadianiproduction.ge-ზე და Biletebi.ge -ზე გაყიდული ბილეთები დაბრუნდება. ბილეთებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში დარეკეთ: 522 22 03 44 • 522 22 41 22 • 599 85 02 97 “ – ნათქვამია „დადიანი პროდაქშენის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.