შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური სამსახურის ინსტრუქტორმა დევიკო გობეჯიშვილმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში გამართულ ვეტერან ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ბოსნია-ჰერცეგოვინის ქალაქ სარაევოში მიმდინარე ჩემპიონატზე დევიკო გობეჯიშვილმა 100-კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში იასპარეზა. მან ფინალური ორთაბრძოლა ქართველ ვეტერან ძიუდოისტთან გიორგი მოდებაძესთან გამარჯვებით დაასრულა და 100-კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორი, დევიკო გობეჯიშვილი ქალაქ სარაევოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.