HIMARS, IRIS-T და ჯავშანტექნიკა - გერმანიამ უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. მასში შედის IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემები, HIMARS მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები და Leopard 1 ტანკები, - ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს: 10 ლეოპარდი 1A1 ტანკი და საბრძოლო მასალა;  20 Marder და საბრძოლო მასალები; IRIS-T SLM საშუალო დისტანციის საზენიტო სარაკეტო სისტემა; მოკლე დისტანციის საზენიტო სარაკეტო სისტემა IRIS-T SLS; სამი სარაკეტო საარტილერიო სისტემა HIMARS და სხვა საბრძოლო მასალა.

გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის კუთხით ერთ-ერთი ლიდერია. ბერლინმა უკრაინის არმიას გადასცა საჰაერო თავდაცვის სისტემები, ტანკები, ჯავშანტექნიკა, სხვადასხვა კალიბრის ჭურვები და სხვა სამხედრო ტექნიკა. გარდა ამისა, გერმანიაში უკრაინელი სამხედროების წვრთნა მიმდინარეობს.

გერმანიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინას გადასცემს დამატებით Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას. გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინა მიიღებს გერმანული Patriot-ის მარაგის მეოთხედს.

მსგავსი სიახლეები