უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ამირან ზოიძე დაიღუპა. ინფორმაციას ქართველი მეომრების სპეცდანაყოფი "თბილისი" ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ამირან ზოიძე ავდეევკის მიმართულებით იბრძოდა.
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს 60-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა.