პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრები და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდა, სადაც დახვედრის ღონისძიება გაიმართა.
გულშემატკივართა ნაწილი ფეხბურთელებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონთან დახვდა, ნაწილი კი, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გერმანიიდან დღეს დილით დაბრუნდა.