მთაწმინდაზე, ოქროყანის ტერიტორიაზე ხანძარია.
როგორც Front News-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ბალახსა და ბუჩქებს უკიდია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ჯგუფი და მიმდინარეობს ცეცხლის ლიკვიდაცია.