განმუხურში, მდინარე ენგურში, მაშველებმა 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცხედარს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა და 18 ივლისს, მდინარეზე თანატოლებთან ერთად წავიდა.