თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით კი გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა.
ბაიკერი ადგილზე დაიღუპა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.