NBC News - კლინტონებმა მხარი დაუჭირეს ბაიდენის გადაწყვეტილებას, დარჩეს საარჩევნო რბოლაში

კლინტონების ოჯახმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას დარჩენას საარჩევნო რბოლაში, - ინფორმაციას NBC News ავრცელებს.

აშშ-ის 42-ე პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა და აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა პირადად მხარი დაუჭირეს ბაიდენის გადაწყვეტილებას და აქტიურად მოუწოდებენ დონორებს მასთან დარჩენას.

NBC News-ის წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ კლინტონები კავშირში იყვნენ თეთრ სახლთან და შესთავაზეს დახმარება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ამჟამად COVID-19-ზე მკურნალობს, განაცხადა, რომ ის მომავალ კვირას დაუბრუნდება წინასაარჩევნო კამპანიას.

ამავდროულად, Politico წერს, რომ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მხარდამჭერები ემზადებიან მისი კანდიდატურის წარსადგენად და მისმა მოკავშირეებმა უკვე დაიწყეს დემოკრატი დონორების მოზიდვა ფინანსური მხარდაჭერის მოსაპოვებლად იმ შემთხვევისთვის, თუ ჯო ბაიდენი საარჩევნო რბოლას შეწყვეტს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები