გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა გერმანიის ისტორიული პასუხისმგებლობის საკითხია.
"ჩვენი საკუთარი ისტორიის გათვალისწინებით, გერმანიისთვის ამ სიტუაციაში მხოლოდ ერთი ადგილი შეიძლება არსებობდეს: უკრაინის მხარეს. არ შეგვიძლია არ ვიფიქროთ უკრაინის მამაც მოქალაქეებზე, რომლებიც ორ წელზე მეტია ეწინააღმდეგებიან დანაშაულებრივ რუსულ აგრესიულ ომს“, - განაცხადა შოლცმა.
მისივე თქმით, ახლა მიმდინარეობს ომი "რომლითაც რუსეთის მმართველები ღიად აპირებენ უკრაინის დაპყრობას და მისი, როგორც სუვერენული ქვეყნის განადგურებას - მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წლის და გაეროს ქარტიის ძალაში შესვლიდან 79 წლის შემდეგ“.