დასავლელმა პარტნიორებმა უკვე დაიწყეს თანამშრომლობის გადახედვა საქართველოს მთავრობასთან. კარგი არის ის, რომ ისინი ყოფენ ხალხს და საქართველოს მთავრობას და მმართველ პარტიას, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო სექტორი დარტყმის ობიექტი იქნება.
"ჩვენ მათი მხრიდან ვიქნებით დარტყმის ობიექტები, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ის, რომ ჩვენი ფოკუსი მიმართულია იმისაკენ, რომ დავაკვირდეთ არჩევნებს ჩვენი ქვეყნისთვის. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენც და ამაზე საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. მათ უკვე დაიწყეს თანამშრომლობის გადახედვა საქართველოს მთავრობასთან.
კარგი არის ის, რომ ისინი ყოფენ ხალხს და საქართველოს მთავრობას და მმართველ პარტიას", - განაცხადა ეკა გიგაურმა.