ბელარუსის სასამართლომ გერმანელ ექიმს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

ბელარუსში სასამართლომ გერმანელ ექიმს, 30 წლის რიკო კრიგერს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ის სასამართლომ დახურულ პროცესზე ექვსი მუხლით ცნო დამნაშავედ, მათ შორის ტერორიზმსა და დაქირავებულ საქმიანობაში, -  ინფორმაციას ბელარუსში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაცია "ვესნა“ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, კრიგერი "წითელი ჯვრის“ მედიკოსია. ის ბელარუსში 2023 წლის ნოემბრიდან არის დაპატიმრებული. ორგანიზაციაში არ იციან, შევიდა თუ არა ძალაში განაჩენი. 

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მინსკში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს გერმანიის მოქალაქეს, თუმცა უწყებას განცხადებაში სახელი არ დაუკონკრეტებია. სამინისტროს ცნობით, უწყება მოქალაქეს საკონსულო დახმარებას უწევს და ინტენსიურად მუშაობს ბელარუსის ხელისუფლებასთან. 

უახლესი ამბები