"უფლებები საქართველომ" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“ საკონსტიტუციოს სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ადვოკატს არ აქვს უფლება სასამართლოს ის მტკიცებულებები წარუდგინოს, რომლებიც ბრალდებულს ამართლებს იმ მომენტამდე, სანამ პროკურორი არ განაცხადებს, რომ დაასრულა ბრალდების მტკიცებულებების წარდგენა. 

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აღნიშნული მუხლი პროკურორს აძლევს საშუალებას, დროულად არ დაკითხოს მოწმეები, ხელოვნურად შეინარჩუნოს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და შესაბამისად პატიმრობის გამოყენების საფუძველი. (პატიმრობა ბრალდებულს შეიძლება  შეეცვალოს, თუ ახალი გარემოებები და მტკიცებულებებია წარმოდგენილი).

"პრაქტიკაში არსებობს საქმეები, რომლებიც წლობით ჭიანურდება მხოლოდ იმის გამო, რომ პროკურორს დროულად არ მოჰყავს მოწმეები, ადვოკატს კი უფლება არ აქვს სასამართლოს წინაშე წარმოადგინოს მოწმეები და სხვა მტკიცებულებები, ვიდრე პროკურორი არ დაასრულებს მოწმეების წარმოდგენას.

კანონის ხარვეზის გამო, პროკურორებს შეუძლიათ ხელოვნურად გააჭიანურონ საქმე, ზემოქმედება მოახდინონ მოწმეებზე და მანამდე არ დაკითხონ მოწმე, სანამ  არ დაიყოლიებენ სასურველი ჩვენების მიცემაზე.

საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ადვოკატს, პროკურორის თანაბრად ექნება უფლება წარადგინოს მტკიცებულებები, დროულად დაკითხოს მოწმეები რომელთა ჩვენებაც გავლენას ახდენს საქმეზე. საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილება მეტად უზრუნველყოფილს გახდის სამართლიანი სასამართლოს უფლებას, უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას და შეჯიბრებითობას სასამართლოში", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაცია ,,უფლებები საქართველო'' და ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი დაინტერესებულ პირებს მიმართავენ, გაასაჩივრონ საკონსტიტუციო სასამართლოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილი და ასევე ყველა დაზარალებულს ან ადვოკატს, რომლებსაც აქვთ აღნიშნული პრობლემები სთავაზობს შესაბამის დახმარებას. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები