საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".
სხვა პარტიების რეიტინგი ასე გამოიყურება:
"საქართველოსთვის“ – 4 % (4 % მეორე არჩევანი)
"სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3% (4% მეორე არჩევანი)
"ხალხის ძალა“ - 1% (5% მეორე არჩევანი)
"ლელო“ - 2% (4% მეორე არჩევანი)
"გირჩი“ - 3% (2 მეორე არჩევანი)
"გირჩი - დროა" - ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია - 2% ( 3 % მეორე არჩევანი)
"ლეიბორისტული პარტია“ – 2% ( 3% მეორე არჩევანი)
"მოქალაქეები“ - 2% ( 2% მეორე არჩევანი)
"ხალხისთვის“ - 2% (1% მეორე არჩევანი)
"პატრიოტთა ალიანსი“ - 1% (1% მეორე არჩევანი)
"კონსერვატიული მოძრაობა“ – "ალტ-ინფო“ - 1% (1% მეორე არჩევანი)
"ევროპული საქართველო“ - <1% (1% მეორე არჩევანი)
სხვა - 1% (<1% მეორე არჩევანი)
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი - 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%.