Mossos d'Esquadra-მ, ეროვნულ პოლიციასთან, ინტერპოლთან და FBI-სთან თანამშრომლობით ქართველების დაჯგუფების განეიტრალების მიზნით სპეცოპერაცია დაიწყო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, "მაფია ხეორხიანას" საქმიანობის ეპიცენტრი ბარსელონაშია. ამ დროისთვის ძარცვის და ფულის გათეთრების ბრალდებით 30-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.
მედია პოლიციის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩხრეკა მიმდინარეობს რამდენიმე რაიონში.
სპეცოპერაციაში სულ 350 სამართალდამცველი მონაწილეობს.