ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად ადვოკატი შოთა მანელიძეა წარდგენილი.
ადვოკატთა ასოციაციის წლის შემაჯამებელი კრება 23 დეკემბერს გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგაც აღმასრულებელი საბჭოს წევრის არჩევნები ჩატარდება.
ერთადერთ ვაკანტურ ადგილზე 8 კანდიდატურაა წარდგენილი, მათ შორის არის სისხლის სამართლის სპეციალისტი, ადვოკატი შოთა მანელიძე.
შოთა მანელიძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია 2005 წლიდან. 2005 წლიდან დღემდე ეწევა საადვოკატო საქმიანობას და მის სახელს არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება.