რომში ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს 3 და ლიეტუვის ერთი მოქალაქე დააკავეს.
იტალიური მედიის ცნობით, ისინი მაშინ დააკავეს, როდესაც საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინაში შესვლას ცდილობდნენ.
ჩხრეკისას პოლიციამ ქურდობისთვის განკუთვნილი ხელსაწყოები ამოიღო.
დაკავებულების ასაკი 33-დან 52 წლამდეა, ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევია.