მარნეულში მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, 44 წლის მამაკაცმა ყოფილ ცოლს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შსს-ს ცნობით, მამაკაცი დაკავებულია. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.