კომაროველებმა ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე (BMO 2024), რომელიც ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში გაიმართა, 3 მედალი მოიპოვეს.
ოქროს მედალი დავით კლდიაშვილმა მიიღო, ვერცხლის - ლუკა წულაიამ, ბრინჯაო კი გიორგი კეკენაძემ.
საქართველომ გუნდურად ოლიმპიადაზე მეხუთე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: გუნდის ლიდერი - ლუკა მაჭარაშვილი. წევრები: დავით კლდიაშვილი, გიორგი კეკენაძე, რატი რატიანი, მირზა შანიძე, ლუკა წულაია.
ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადა საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის სკოლები მონაწილეობენ. წელს ოლიმპიადაში 22 ქვეყნის 23 გუნდი (137 მოსწავლე) მონაწილეობდა.