ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მესამე საშეჯიბრო დღეს, ძიუდოისტთა ტურნირზე ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ასპარეზობენ.
ლაშა მეოთხედფინალში კანადელ მარგელიდონს შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. იქ მისი მეტოქე კორეელი ჩანგრიმ ანი იქნება.
ეთერ ლიპარტელიანი რეპეშაჟიდან აგრძელებს ბრინჯაოსთვის ბრძოლას.
ძიუდოს ტურნირის ფინალური ბლოკი, სადაც ქართველი სპორტსმენები იჭიდავებენ, 12:30 საათზე დაიწყება.