სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გრიგოლ ლილუაშვილი აშშ-ის მხრიდან სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა.
ალექსი ბატიაშვილი დარწმუნებულია, რომ სუსის უფროსი არ იქნება დასანქცირებული.
"არ არის დასანქცირებული. მე არ ვიცი, მაგრამ გრიგოლ ლილუაშვილი რომ არ იქნება დასანქცირებული, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. არ გადაგვიმოწმებია, დანამდვილებით გეუბნებით, რომ არ იქნება", - აცხადებს ბატიაშვილი.
"ფორმულას" ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სავიზო სანქცია სუსის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილსაც შეეხო.