თერჯოლაში მომღერალ ნუკრი კაპანაძის საიუბილეო კონცერტი ჩატარდა.
კონცერტი სახელწოდებით, "სიმღერით ნათქვამი" თერჯოლელი მაყურებლისთვის ქართული ესტრადის მომღერალმა, უცვლელ სასცენო პარტნიორთან - ნინო გულიაშვილთან და ბენდთან ერთად წარმოადგინა.
ერთსაათიან მუსიკალურ ღონისძიებაზე, რომელიც შიო აბრახამიას მიჰყავდა, წარმოდგენილი იყო მომღერლის რჩეული რეპერტუარი.
ნუკრი კაპანაძის საიუბილეო კონცერტი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თერჯოლის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი მხარდაჭერით, ლაშა გოგიაშვილი სახელობის სკვერში, ამფითეატრის სცენაზე გაიმართა და მას მოქალაქეებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილი ესწრებოდნენ.