სოფელ ახალთერჯოლაში მზის სისტემის ელექტროსადგური გაიხსნა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალთერჯოლაში მზის სისტემის ელექტროსადგური გაიხსნა. საწარმო, პირველ ეტაპზე, 200000 კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ელექტროსადგური კომპანია "ჯითი სოლარმა" დაამონტაჟა. პროექტი მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგების გარდა, მუნიციპალიტეტში ბიზნესის ხელშეწყობას ემსახურება. 

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ორი წლის შემდეგ ინვესტიციის მოცულობა გაორმაგდება, რეგიონში არსებული დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, მათი თქმით, ელექტროსადგურების მშენებლობა გაგრძელდება. 

ახალთერჯოლის ელექტროსადგურის გახსნას, მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.