ქართველმა ხალხმა ჩვენ მოგვცა დავალება - ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხელისუფლება შევცვალოთ და ჩვენი ქვეყანა ევროპულ კურსზე დავაბრუნოთ, - ამის შესახებ "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იმისათვის, რომ ხალხის დავალება შესრულდეს, საჭიროა პარტიების გაძლიერება.
"ქართველმა ხალხმა ჩვენ მოგვცა დავალება - ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხელისუფლება შევცვალოთ და ჩვენი ქვეყანა ევროპულ კურსზე დავაბრუნოთ. ამისათვის კი არცერთი ხმა არ უნდა დავკარგოთ და პარტიები უნდა მოვძლიერდეთ.
ჩვენ ცენტრი შევქმენით იმ მიზნით, რომ გავისტუმროთ აქედან რუსული ოცნების ხელისუფლება", - განაცხადა ანა დოლიძემ.
პარტია "ლელო", "ხალხისთვის" და ახალშექმნილი მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" საარჩევნოდ ერთიანდებიან.