ისააკ ჰერცოგი - მსოფლიო არ უნდა დუმდეს, როდესაც "ჰეზბოლა" ფეხბურთის მოთამაშე ბავშვებს კლავს

მსოფლიო არ უნდა დუმდეს, როდესაც "ჰეზბოლა" ფეხბურთის მოთამაშე ბავშვებს კლავს, - ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა გოლანის მაღლობის ჩრდილოეთით განხორციელებულ საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

"ჰეზბოლა", რომელიც ირანის მიერაა შეიარაღებული და დაფინანსებული, არ ასხვავებს ბავშვებს ან მოზარდებს, ჯარისკაცს ან მოქალაქეს, ებრაელს ან მუსლიმს. "ჰეზბოლას“ ტერორისტები სასტიკად დაესხნენ თავს და მოკლეს ბავშვები, რომელთა ერთადერთი დანაშაულიც გარეთ ფეხბურთის სათამაშოდ გასვლა იყო”, - განაცხადა ჰერცოგმა.

ისრაელის მედიის ცნობით, გოლანის მაღლობზე საჰაერო თავდასხმას ათი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 30-მდე პირი. დაღუპულთა და დაშავებულთა ასაკი 10-დან 20 წლამდეა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ "ჰეზბოლას“ თავდასხმის შედეგად რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. "ჰეზბოლა“ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.

უახლესი ამბები