ნეთანიაჰუ - "ჰეზბოლა" მძიმე ფასს გადაიხდის, რომელიც აქამდე არ გადაუხდია

"ჰეზბოლა“ მძიმე ფასს გადაიხდის, რომელიც აქამდე არ გადაუხდია, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის დრუზთა თემის ლიდერთან საუბარში განაცხადა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ნეთანიაჰუმ ღრმა შეშფოთება გამოთქვა „ჰეზბოლას“ მიერ ბავშვებისა და უდანაშაულო ხალხის მკვლელობის გამო.

"პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ნათლად განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუშვებს, გაატაროს მომაკვდინებელი თავდასხმები და „ჰეზბოლა“ მძიმე ფასს გადაიხდის, რაც აქამდე არ გადაუხდია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 14 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა, ყველა დაღუპული 10-დან 20 წლამდე ასაკისაა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თავდასხმა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰეზბოლამ" განახორციელა, "ჰეზბოლა“ მომხდართან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები