რომან გოცირიძე - პროკურატურა კვლავ ისეთი იქნება ნებისმიერ საკითხში, როგორიც იყო 12 წლის მანძილზე

რა თქმა უნდა, ეს კონკურსი იყო მოჩვენებითი, ძალიან კარგად იცოდნენ, თუ ვის აირჩევდნენ. ზოგიერთს გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ ეს შერჩევა იქნებოდა ობიექტური, - ამის შესახებ Front News-თან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურა კვლავ ისეთი იქნება ნებისმიერ საკითხში, როგორიც იყო 12 წლის მანძილზე.

"რა თქმა უნდა, ეს კონკურსი იყო მოჩვენებითი, ძალიან კარგად იცოდნენ, თუ ვის აირჩევდნენ. ზოგიერთს გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ ეს შერჩევა იქნებოდა ობიექტური. ერთმა განაცხადა, რომ ეს კონკურსი არაფერ შუაში იყო, ღმერთი წყვეტს ყველაფერსო. მეორე კი მიწიერ ღმერთზე - ბიძინა ივანიშვილზე საუბრობდა. ჰოდა, აი, ამ მიწიერმა ღმერთმა გადაწყვიტა თავისთვის სასურველი და მისაღები პირის არჩევა.

ამის შემდეგ რა შედეგს უნდა ველოდოთ, პროკურატურა იქნება ისევ ისე, რაც იყო 12 წლის განმავლობაში ნებისმიერი პოლიტიკური დავალების შესრულებაში", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას პარლამენტმა კენჭი უყარა და 80 ხმით დაამტკიცა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები