კონგრესში გამართული მოსმენის შინაარსი იყო ის, რომ ამერიკა არ მიატოვებს ქართველ ხალხს და არ მისცემს უფლებას ივანიშვილის რუსულ რეჟიმს ქვეყანა მოწყვიტოს ევროატლანტიკური განვითარების გზას და დააბრუნოს რუსეთის ორბიტაზე, - ამის შესახებ Front News-თან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
"კონგრესში გამართული მოსმენის შინაარსი იყო ის, რომ ამერიკა არ მიატოვებს ქართველ ხალხს და არ მისცემს უფლებას ივანიშვილის რუსულ რეჟიმს ქვეყანა მოწყვიტოს ევროატლანტიკური განვითარების გზას და დააბრუნოს რუსეთის ორბიტაზე.
მძიმე ფასის გადახდა მოუწევს ხელისუფლებას და პერსონალური სანქციებიც კი სანატრელი გაუხდებათ, თუ არჩევნებს გააყალბებენ.
როგორც ამერიკის, ასევე ევროკავშირის მთელი ყურადღება იქნება არჩევნების თავისუფალ პირობებში ჩატარებაზე, მათ შორის დამკვირებლების დიდი ოდენობით ჩართვის გზით.
რუსულ რეჟიმს მხარს არავინ უჭერს და ქვეყანას საერთაშორისო იზოლაცია დაემუქრება უმძიმესი შედეგებითურთ, თუ ეს ხელისუფლება დარჩა მმართველობაში", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
აშშ-ის კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებული არჩევნების კონტექსტში აშშ-ის პოლიტიკაზე მოსმენა გაიმართა.