ერთიანი სია, როგორც მოცემულობა, არ არის მომგებიანი ქართული ოპოზიციისთვის. ხალხს აინტერესებს მათი როლი და ადგილი ამ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და არა პოლიტიკოსების ადგილი საერთო, ან ნებისმიერ პარტიულ სიაში, - ამის შესახებ "ახალის" ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, პარტია "ახალი" შექმნილია ქართული დემოკრატიის გადასარჩენად.
"პარტია "ახალში" არის უკვე ინტეგრირებული ძალიან ბევრი ახალი საინტერესო ადამიანი, რომლებიც არასდროს ყოფილან წინა სახელისუფლებო პარტიის ამომრჩევლები. ეს პარტია კიდევ უფრო გამრავალფეროვნდება და ეს არის ძალა, ქართული დემოკრატიისთვის. ქართული დემოკრატიის გადასარჩენადაც არის შექმნილი პარტია "ახალი".
ერთიანი სია, როგორც მოცემულობა, არ არის მომგებიანი ქართული ოპოზიციისთვის. საზოგადოების დაკვეთა ნამდვილად არ არის. ხალხს აინტერესებს მათი როლი და ადგილი ამ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და არა პოლიტიკოსების ადგილი საერთო სიაში ან ნებისმიერ პარტიულ სიაში", - განაცხადა ნიკა მელიამ.