უკრაინა მომავალში საკუთარი რაკეტების გამოყენებას გეგმავს, ქვეყნის სარაკეტო პროგრამა კარგად ვითარდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"ჩვენს სარაკეტო პროგრამას აქვს კარგი დინამიკა და მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული ამოცანაა, ჩვენ თანდათან ვუახლოვდებით საკუთარი რაკეტების გამოყენების შესაძლებლობას და არ დავეყრდნოთ მხოლოდ პარტნიორების მიერ მოწოდებულ რაკეტებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, დროთა განმავლობაში უკრაინა თავდაცვის საკითხში მაქსიმალურად დამოუკიდებელი უნდა გახდეს, რადგან ასეთი სახელმწიფოებისთვის "ყოველთვის უფრო ადვილია ეფექტური მოკავშირეების პოვნა და საკუთარი ინტერესების რეალიზება“.