2024 წლის ნოემბრის ბოლომდე უკრაინა მშვიდობის მისაღწევად სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, კიევი შესაბამის ქვეყნებთან ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე დეტალურ განხილვას დაიწყებს.
"მოთმინება, მხარდაჭერა და დიპლომატიური ზეწოლა ომის სამართლიანი დასრულების სამი ფაქტორია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია უპასუხოს მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, სანამ რუსეთი აგრძელებს უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას.
"თუ შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები შეინარჩუნებენ ერთიანობას, ეს გაზრდის ზეწოლას და აჩვენებს მოსკოვს, რომ მას არანაირი შანსი არ აქვს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.