უკრაინის სარდლობამ უნდა წარმოადგინოს განახლებული საჰაერო თავდაცვის სტრუქტურა. ასევე პარტნიორებისთვის ახალი მოთხოვნები გენერირებული იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა მიმდინარეობს მუშაობა საჰაერო თავდაცვის კონფიგურაციაზე, რათა ხარკოვის რეგიონს და ქვეყნის სხვა რეგიონებს მეტი დაცვა ჰქონდეთ რუსული თავდასხმებისგან.
”მთავარსარდალმა სირსკიმ (უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრე სირსკი), რომელიც მონაწილეობდა დღეს შეხვედრებში და შესაბამისმა მეთაურებმა უნდა წარმოადგინონ ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის განახლებული სტრუქტურა და ახალი მოთხოვნები პარტნიორებისთვის - კონკრეტულად რა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ამ წლის ბოლომდე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე, მისი თქმით, დღეს იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაურის ანდრეი გნატოვის მოხსენება, რომელმაც ისაუბრა ქვეყნის აღმოსავლეთის დაცვაზე, უკრაინელი ჯარისკაცების მოქმედებებზე და საბრძოლო შესაძლებლობებზე.